ლებრონ ჯეიმსი - მესის უპრეცედენტო ტალანტი და შრომისმოყვარეობა აქვს #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსი - მესის უპრეცედენტო ტალანტი და შრომისმოყვარეობა აქვს #1TVSPORT

„ლეიკერსის“ ლეგენდერულმა კალათბურთელმა, ლებრონ ჯეიმსმა „ინტერ მაიამის“ არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

„მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. MLS-ში მისმა გამოჩენამ ლიგა ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ეს მომავალი თაობის ფეხბურთელებისთვის უმნიშვნელოვანესია.

მესის ტალანტი, შრომისმოყვარეობა და სპორტული ეთიკა უპრეცედენტოა. მისით აღფრთოვანებული ვარ და უდიდეს პატივს ვცემ“, – განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

ლიონელ მესის „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელსა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, 36 წლის არგენტინელ თავდამსხმელს Transfermarkt-ი 35 მილიონ ევროდ აფასებს.