კარაგერი - მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ის და რონალდო ერთ სიმაღლეზე არ არიან #1TVSPORT
კარაგერი - მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, ის და რონალდო ერთ სიმაღლეზე არ არიან #1TVSPORT

საფეხბურთო ექსპერტმა და „ლივერპულის“ ყოფილმა მოთამაშემ, ჯეიმი კარაგერმა ერთმანეთს ლიონელ მესი და რონალდო შეადარა.

„დასრულდა კამათი, ვინ უკეთესი ფეხბურთელია, მესი თუ რონალდო? ჩემთვის ეს საკამათო არც არასდროს ყოფილა. რონალდო მესის სიმაღლზე არ არის.

რონალდო ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, მესი – ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ისინი ერთმანეთთან ახლოს არ დგანან. იყო დრო, როცა თითქოს ერთ დონეზე იყვნენ, რადგან რონალდოს ბევრი გოლი გაჰქონდა. გოლები მესისაც გაჰქონდა და თან დაუჯერებლად კარგი ფეხბურთელი იყო. ალბათ არც იმ დროს შეიძლებოდა მათი შედარება.

რონალდოს პიკი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჰქონდა, ძალიან კარგი იყო „რეალშიც“ , მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი – ის მესი არ არის“, – მიაჩნია ჯეიმი კარაგერს.