მესიმ არგენტინის ნაკრებს საკუთარ რესტორანში უმასპინძლა
მესიმ არგენტინის ნაკრებს საკუთარ რესტორანში უმასპინძლა

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შეკრებას ბარსელონაში გადის და რუსეთში იქიდან გაემგზავრება.

არგენტინელთა ლიდერმა ლიონელ მესიმ თავისი გუნდის მებრძოლი სულის ამაღლება გადაწყვიტა და თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბი ბარსელონას ცენტრში, საკუთარ რესტორანში დაპატიჟა.

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველ მატჩს 16 ივნისს, ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.