მერკურის ტრანზიტი — იშვიათი ასტრონომიული მოვლენა ირაკლი გედენიძის ობიექტივში
დღეს მერკურის ტრანზიტი შედგა, ანუ პლანეტა მერკურიმ მზესა და დედამიწას შორის გაიარა ისე, რომ მზის დისკოს ფონზე ის ჩვენი პლანეტიდანაც ჩანდა. ეს იშვიათი ასტრონომიული მოვლენა საუკუნეში მხოლოდ 13-ჯერ ხდება. ბოლოს ის 2016 წელს დაფიქსირდა, შემდეგი კი 2032 წლის 13 ნოემბერს მოხდება.
მერკურის ტრანზიტზე დაკვირვება საკმაოდ რთულია, რადგან ეს პლანეტა იმდენად პატარაა, რომ ტელესკოპის გარეშე მზის დისკოზე მისი შემჩნევა არც ისე ადვილია.
ამ მოვლენის საშუალებით, ადრეულმა ასტრონომებმა საკმაოდ ბევრი რამ შეიტყვეს სამყაროს დაახლოებითი მასშტაბების შესახებ.
საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ მერკურის ტრანზიტი კოჯრიდან გადაიღო. პლანეტა მერკური ფოტოებზე მზის დისკოს ზედა მარცხენა ნაწილში, პატარა შავი წერტილის სახით მოჩანს.
ასე გამოიყურება ჩვენი დედავარსკვლავი, მზე, კამერის ფილტრში, დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრის მანძილიდან.
ეს კი თვითმფრინავია, რომელმაც ფოტოს გადაღების მომენტში შემთხვევით გაიარა მზის დისკოსა და ირაკლი გედენიძის კამერას შორის.