მერის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქი დნიპრო დაბომბეს
რუსულმა ძალებმა უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქი დნიპრო დაბომბეს, – ინფორმაციას ქალაქის მერი ბორის ფილატოვი ავრცელებს.
მისი თქმით, ცეცხლი ქალაქის ცენტრს გაუხსნეს. ბორის ფილატოვის ინფორმაციით, ერთ-ერთი სამიზნე გახდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურაც.
სააგენტო „ბიბისის“ ცნობით, თავდასხმა განხორციელდა ზაპოროჟიესა და ჩერკასიზე. განგაშის სიგნალი კი, ქვეყნის ყველა ოლქში ჩაირთო.