მერაბ მორჩაძის საქმეზე დღეს ლუკა კალანდია დაიკითხება. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის მ.კ-ს ძმა, ლუკა კალანდია მორჩაძის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.
გამოძიების ინფორმაციით, მერაბ მორჩაძე კალანდიების ოჯახის ახლობელია და მ.კ-ს, თანხის სანაცვლოდ, ჩვენების შეცვლა სთხოვა და მასზე ზეწოლაც მოახდინა. ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, თუმცა კალანდიების ოჯახთან კავშირს არ უარყოფს.
„დღეს გაგრძელდება ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდება ერთ-ერთ მთავარ მოწმეს წარმოადგენს. დაცვის მხარეს მთელი რიგი კითხვები აქვს. ჩვენი მიზანია, ობიექტური სამართლიანი მიდგომა გამოიკვეთოს. ჩვენებას უკვე სასამართლო შეაფასებს. ჩვენთვის მთავარია, სასამართლომ სამართლიანად და ობიექტურად მისცეს ლუკა კალანდიას ჩვენებას შეფასება“, – განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.