მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ რეჯინა კინგმა მიიღო
მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის „ოსკარი“ რეჯინა კინგმა მიიღო

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაში „ოსკარი“ გადაეცა რეჯინა კინგს ფილმისთვის „თუ ბეილის ქუჩა ალაპარაკდება“ (If Beale Street Could Talk).

მსახიობისათვის ეს „ოსკარის“ პირველი ნომინაცია იყო. ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის ის წელს „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებული გახდა.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი გახდა: „თავისუფალი სოლო“.

ნომინაციაში საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა „ოსკარი“ გადაეცა ფილმს „ვიცე“. ეს ფილმი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიას გვიყვება და რვა ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძვის. სურათი კრისტიან ბეილის კიდევ ერთი გარდასახვაა. მსახიობმა როლისთვის 20 კილო მოიმატა.

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინისთვის „ოსკარი“ რუთ კარტერმა მიიღო ფილმისთვის „შავი პანტერა“. „შავი პანტერა“ მარველის კომიქსია.

აღსანიშნავია, რომ „ოსკარის“ ახალი ისტორია შექმნა „შავმა პანტერამ“. ის სუპერგმირზე გადაღებული პირველი სურათია, რომელიც საუკეთესო ფილმის ნომინაციაში წარადგინეს. შავი პანტერა მარველის კომიქსების პერსონაჟია, რომელიც სტენ ლიმ და მხატვარმა ჯეკ კირბიმ შექმნეს. მარველის „შავი პანტერა“ შეუერთდა იმ ფილმებს, რომლებმაც კინოგაქირავებაში მილიარდ დოლარს გადააჭარბეს.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში „ოსკარის“ მოპოვების შანსი აქვთ ასევე „მწვანე წიგნს“, „ვიცეს“, „ფავორიტს“, „ვარსკვლავის დაბადებას“, „ბოჰემურ რაფსოდიას“ და „შავ კუკლუქსკლანელს“.