მეხიკოს მეტროში მატარებლების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
მეხიკოს მეტროში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 41 ადამიანი. 25 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ორი მემანქანეა. მეხიკოს მერის, კლაუდია შაინბაუმის განცხადებით, დაშავებულთაგან არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 23:30 საათზე მოხდა. კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მექსიკის დედაქალაქის მეტრო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია, წლის განმავლობაში მგზავრთნაკადი 1,6 მილიარდ ადამიანს აღემატება. მეხიკოს მეტროპოლიტენი 12 ხაზისა და 195 სადგურისგან შედგება.