აზერბაიჯანში სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 14 ადამიანი
აზერბაიჯანში სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაიღუპა 14 ადამიანი

აზერბაიჯანში სასაზღვრო სამსახურის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, დაიღუპა 14 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილე ილჰამ მაჰტიევი ადასტურებს. მისივე თქმით, ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების მიზნით, აზერბაიჯანის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება ფრენების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

ვერტმფრენმა ბაქოსთან ახლოს მდებარე ხიზის რაიონში კატასტროფა დღეს განიცადა.