7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მექსიკაში [ვიდეო]
7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მექსიკაში [ვიდეო]

მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, გარდაცვლილია ექვსი ადამიანი.

ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ოახაკის შტატში მდებარეობდა. დაზიანებულია 200-მდე შენობა. დანგრეულია სამედიცინო დაწესებულებებიც. ზოგიერთი სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ოახაკის შტატის სანაპიროზე მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამიც გამოიწვია, ტალღების სიმაღლე დაახლოებით 60 სანტიმეტრს აღწევდა. არსებული ინფორმაციით, ცუნამს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სოციალურ ქსელში ვრცელდება მეხიკოს ქუჩებში გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ირყევა შენობები ძლიერი ბიძგების შედეგად.