ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

„ეარ ინდიას“ თვითმფრინავი ქერალაში ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ბიბისის“ ცნობით, თვითმფრინავი დუბაიდან მიფრინავდა. ის კალკუტაში დაჯდომის დროს ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა.

ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები. „ბიბისის“ ცნობით, დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია. ადგილობრივი მედია კი წერს, რომ არის მსხვერპლი. დაღუპული არიან ეკიპაჟის წევრები. მგზავრების ნაწილი ევაკუირებულია.

სოციალური მედიით ვრცელდება კადრები, რომ თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო.

რეგიონში ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო. ინდოეთის ამ რეგიონში გადაუღებლად წვიმს, რასაც წყალდიდობა და მწყერი მოჰყვა.

ბორტზე 200 მგზავრი იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი