ფილიპინებში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა
ფილიპინებში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

ფილიპინებში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.

ფილიპინების თავდაცვის მდივანის, დელფინ ლორენზანას განცხადებით, „სი-130 ჰერკულესის“ ტიპის თვითმფრინავში სულ მცირე 92 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, 50 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფილიპინების თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო თვითმფრინავზე თავდასხმის მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა, ვინაიდან ამჟამად სამხედროების გადარჩენაზე და მკურნალობაზეა ძალისხმევა მიმართული.

გავრცელებულ მასალაში ჩანს, რომ დაუზიანებლად მხოლოდ თვითმფრინავის კუდის ნაწილია დარჩენილი, კორპუსის დანარჩენი ნაწილი დაიწვა ან ნაწილებად დაიშალა.

სამხედრო თვითმფრინავი კუნძულ ჯოლოზე დაჯდომას ცდილობდა. ბორტზე მყოფი სამხედროები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა ჩართულიყვნენ.