სოციალურ ქსელში ინდოეთში ავიაკატასტროფის ადგილიდან ვიდეოკადრები ვრცელდება

„ეარ ინდიას“ თვითმფრინავი ქერალაში ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ბიბისის“ ცნობით, თვითმფრინავი დუბაიდან მიფრინავდა. ის კალკუტაში დაჯდომის დროს ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა.  ბორტზე 200 მგზავრი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები.

მედიის ცნობით, გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის პილოტი. ამასთან, ადგილობრივი მედია წერს, რომ 30 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. მგზავრების ნაწილი ევაკუირებულია.

რეგიონში ცუდი მეტეოროლოგიური პირობები იყო. ინდოეთის ამ რეგიონში გადაუღებლად წვიმს, რასაც წყალდიდობა და მწყერი მოჰყვა.

სოციალური მედიით ვრცელდება კადრები, რომ თვითმფრინავი ორ ნაწილად გაიყო.