მეგის ქარდავამ მოითხოვა, უსაფრთხოების მიზნით, პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლომდე სხვა პატიმრების გარეშე გადაიყვანონ
მეგის ქარდავამ მოითხოვა, უსაფრთხოების მიზნით, პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლომდე სხვა პატიმრების გარეშე გადაიყვანონ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი გაიმართა.

მეგის ქარდავა დღევანდელ პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. ქარდავას თქმით, მისი მხრიდან პროცესზე დასწრებაზე უარის თქმის მიზეზი უსაფრთხოება გახდა. კერძოდ, მან მოითხოვა, პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლომდე სხვა პატიმრების გარეშე გადაიყვანონ, რაზეც მან უარი მიიღო.

ამასთან, იგი უარს აცხადებს სასამართლო განხილვაში დისტანციურად ჩართვაზე და აღნიშნა, რომ დღევანდელ პროცესში მხოლოდ იმიტომ მიიღო მონაწილეობა, რომ პოზიცია დაეფიქსირებინა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა დაეკითხათ, თუმცა, ბრალდების მხარის თქმით, მოწმეები საზღვარგარეთ იმყოფებიან და დღევანდელ პროცესზე მოსვლა ვერ მოახერხეს.

სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდებულის შუამდგომლობა და მიიღო პროცესის გადადების შესახებ გადაწყვეტილება.

მომდევნო სასამართლო პროცესი 2024 წლის 26 იანვარს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

საქართველოში 11 სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს. მისი უკრაინიდან ექსტრადიცია 2021 წლის 17 სექტემბერს განხორციელდა. მეგის ქარდავა 2006 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.