ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციას აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომლის მკვლელების ბრიგადები აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ჩვენს მოქალაქეებს
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპარლამენტის რეზოლუციას აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომლის მკვლელების ბრიგადები აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ჩვენს მოქალაქეებს

ევროპარლამენტის რეზოლუციას აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომლის მკვლელების ბრიგადები აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ჩვენს მოქალაქეებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„რეზოლუციას მე ვაპროტესტებ, აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომლის მკვლელების ბრიგადები აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ჩვენს მოქალაქეებს “, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ კეზერაშვილის სახით ბიზნესის მთავარი რეკეტიორი ჩაწერეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

„კეზერაშვილის სახით ბიზნესის მთავარი რეკეტიორი ჩაწერეს ამ სამარცხვინო რეზოლუციაში. შევახსენებ EPP-ის, მას შემდეგ, რაც იგი წავიდა თანამდებობიდან, ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვა ჰქონდა მის კომპანიას. საიდან, მეგობრებო? ჯარის ძარცვიდან, ბიზნესის რეკეტისგან და მედია თავისუფლება რომ არის ქვეყანაში, ვინმეს რამე კითხვა აქვს ევროპასა და ამერიკაში? ყველამ ყველაფერი ძალიან კრგად იცის“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.