თეა წულუკიანი - მეგის ქარდავა არის და ყოველთვის იქნება სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელმაც არაერთი ადამიანი გააუბედურა და შელახა მათი ღირსება
თეა წულუკიანი - მეგის ქარდავა არის და ყოველთვის იქნება სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელმაც არაერთი ადამიანი გააუბედურა და შელახა მათი ღირსება

მეგის ქარდავა არის და ყოველთვის იქნება სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელმაც გააუბედურა არაერთი ადამიანი და შელახა მათი ღირსება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, მეგის ქარდავას საქმეზე პროცესები სასამართლოში კანონის დაცვით ხორციელდება.

„ბუნებრივია, რომ უკვე ამ ხელისუფლების პირობებში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი წესით დევნა მიმდინარეობს და პროცესებიც სასამართლოში კანონის დაცვით ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, ორივე მხარე სასამართლო პროცესში თანაბარ პირობებში შეეჯიბრება ერთმანეთს და საქმეზე დადგინდება ის ჭეშმარიტება, რაც ყველა მსხვერპლის უფლებების დაცვის მიზნით იქნება საუკეთესო შედეგი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.