მეგის ქარდავა  კიევის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
მეგის ქარდავა  კიევის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა  კიევის პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. ქარდავა კიევში  ივანო-ფრანკოვსკის ციხიდან გადაიყვანეს.

მისმა ადვოკატმა, მიხეილ ლოტოცკიმ პირველ არხთან საუბარში განმარტა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება 24 ნოემბერს მიიღეს. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ უშიშროების სამსახურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მისვეი თქმით, ივანო-ფრანკოვსკის ციხეში საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს საფრთხე ემუქრებოდა და კიევში გადაყვანა უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას უკავშირდება.

“ქარდავას უსაფრთხოებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება უშიშროების სამსახურმა მიიღო. უშიშროების სამსახური არაფერს ასაჯაროებს, თუმცა ინფორმაცია არსებობს, რომ მას საფრთხე ემუქრება.  ვფიქრობ, ამ საფრთხის გამო გადაიყვანეს კიევში, სადაც უკეთ დაიცავენ”, –  განაცხადა მიხეილ ლოტოცკიმ.