მეგან მარკლსა და პრინც ჰარის ვაჟი შეეძინათ
მეგან მარკლსა და პრინც ჰარის ვაჟი შეეძინათ

სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ვაჟი შეეძინათ. ახალშობილის წონა 3,300 კილოგრამია. დედა და პატარა თავს კარგად გრძნობენ, პრინცი ჰარი მათ გვერდით იმყოფება.

სამეფო წყვილი შვილის სახელს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. ის გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედის მერვე შვილთაშვილი იქნება.

აღსანიშნავია, რომ წყვილმა ბავშვის სქესის წინასწარ გაგებაზე უარი თქვა.

„მეგანს და მე დღეს დილით ბიჭი შეგვეძინა. ის ძალიან ჯანმრთელია. დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ. ეს იყო ყველაზე საოცარი გამოცდილება. ის, რასაც ქალი აკეთებს, ყოველგვარ წარმოდგენას ცდება. ჩვენ ორივე მადლობლები ვართ იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ გვიზიარებდით“, – განაცხადა პრინცმა ჰარიმ.

როგორც ბრიტანული მედია წერს, მეგანის დედა, 62 წლის დორია რეგლანდი აშშ-დან დიდი ბრიტანეთში ერთი თვის წინ ჩავიდა, რათა შვილიშვილის დაბადებისას მეგანის გვერდით ყოფილიყო.

ჰარისა და მეგანის შვილი რიგით მეშვიდე იქნება მათ შორის, ვისაც შესაძლოა სამეფო ტახტი ერგოს.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 2018 წლის მაისში დაქორწინდნენ. სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ოქტომბერში გამოაცხადეს, რომ ბავშვს ელოდებოდნენ.