მეგან მარკლს საკუთარი გერბი აქვს
მეგან მარკლს საკუთარი გერბი აქვს

მეგან მარკლს საკუთარი გერბი აქვს. BBC-ის ცნობით, გერბზე სიმბოლურად აღნიშნულია, რომ სასექსის ჰერცოგინია კალიფორნიაშია დაბადებული.
გერბის ცენტრში ფარია გამოსახული, რომელიც წყნარ ოკეანეს გამოხატავს. ლურჯ ფონზე, ორი ოქროსფერი ზოლი მზის სხივებია, ხოლო ოქროს ფრთები ურთიერთობის და სიტყვის ძალას აღნიშნავს.

როგორც კენსინგტონის სასახლეში აღნიშნეს, გერბზე თავად მეგან მარკლიც მუშაობდა.

გერბზე გამოსახული ლომი სასექსის ჰერცოგ ჰარის გამოხატავს, ხოლო ჩიტი ჰერცოგინია მეგანს. ფარის ქვემოთ დახატული ყვითელი ყაყაჩოები კი კალიფორნიის შტატის სიმბოლოა. ფარის თავზე გვირგვინია, რომელიც სიმბოლურად გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრეს აღნიშნავს.