პრინცი ჰარის მომავალი მეუღლე მეგან მარკლი სამსახიობო კარიერაზე უარს ამბობს.
„არ ვუყურებ ამას, როგორც რამეზე უარის თქმას. ეს უფრო ცვლილებაა. ჩემი ცხოვრების ახალი თავია“, – განაცხადა მეგან მარკლმა სააგენტო როიტერთან ინტერვიუს დროს.
მსახიობის თქმით, ახლა პრინცი ჰარის გუნდში თამაშის დრო მოვიდა.
პრინცი ჰარის განმარტებით, ის მომავალ მეუღლესთან ერთად ჰუმანიტარული საქმინაობის გაგრძელებას გეგმავს.
პრინცი ჰარი დარწმუნებულია, რომ მისი საცოლე სამეფო ოჯახის წევრობას თავს კარგად გაართმევს.
ტელეკომპანი BBC-ის ინფრომაციით, მეგან მარკლს პრინცესას ტიტულს არ მიანიჭიებენ. ამის მიზეზი მისი წარმომავლობაა. პრინცესას სტატუსის მიღება მხოლოდ სამეფო წარმომავლობის ქალბატონებს შეუძლიათ.