მედიის ინფორმაციით, სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს გაიმართება
სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სექტემბერს ჩატარდება.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის შესახებ კანონი მიიღეს დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. სახალხო საბჭოს დეპუტატებმაც.
დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, დენის პუშილინმა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აცნობა. მანამდე ლუგანსკის ოლქში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ე.წ. კანონს ხელი მოაწერა ლუგანსკის სეპარატისტების ლიდერმა, ლეონიდ პასეჩნიკმა.