ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით მცირე უპირატესობა მოიპოვა
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით მცირე უპირატესობა მოიპოვა

უკრაინის არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით მცირე უპირატესობა მოიპოვა, – ამის შესახებ აღნიშნულია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის მოხსენებაში.

ანგარიშის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალები ბრძოლაშია ჩართული სეპარატისტულ სამხედრო დაჯგუფებასთან კლეშიევკის აღმოსავლეთით, ტყიან ტერიტორიაზე, რომელიც ადრე რუსეთის კონტროლს ექვემდებარებოდა.

ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დონეცკის რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 66 სამხედრო შეტაკება მოხდა, მათგან ნახევარი ავდეევკის მიმართულებით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია ნათქვამი. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო არმია და სეპარატისტული ძალები ავდეევკის ალყაში მოქცევას ცდილობენ.