ხერსონისა და დონეცკის ოლქებზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ხერსონისა და დონეცკის ოლქებზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

რუსულმა ძალებმა თავდასხმა ხერსონისა და დონეცკის ოლქებზე განახორციელეს. დაიბომბა ორი დასახლება. შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ხერსონის ოლქში თავდასხმა საცხოვრებელ უბანში დაფიქსირდა. დონეცკის ოლქში რუსი სამხედროების სამიზნე კერძო სექტორი გახდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმისას დაშავებულები საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ.