მედიის ინფორმაციით, კიევში აფეთქებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
მედიის ინფორმაციით, კიევში აფეთქებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

კიევში აფეთქებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით წერს.

უკრაინის დედაქალაქში აფეთქებები საცხოვრებელ სახლებთან და სავაჭრო ცენტრთან ისმოდა. ამ დროისთვის მეხანძრეები მასშტაბური ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჰაერში ცეცხლი გაუხსნა უცნობ ობიექტს. მედიის ცნობით, უკრაინის საზენიტო დანადგარებმა რუსი სამხედროების მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოაგდეს.