კიევში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, დაშავდა ერთი ადამიანი
კიევში აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა, დაშავდა ერთი ადამიანი

კიევში აფეთქებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქ კიევში საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი სამმართველო იტყობინება.

უკრაინის დედაქალაქში აფეთქებები საცხოვრებელ სახლებთან და სავაჭრო ცენტრთან ისმოდა. ამ დროისთვის მეხანძრეები მასშტაბური ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია 11 ერთეული სახანძრო ტექნიკა და 60-ზე მეტი მეხანძრე. უკრაინული მედიის ცნობით, პოდოლსკის რაიონი რუსმა სამხედროებმა დაბომბეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჰაერში ცეცხლი გაუხსნა უცნობ ობიექტს. მედიის ცნობით, უკრაინის საზენიტო დანადგარებმა რუსი სამხედროების მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოაგდეს.