მედიის ინფორმაციით, კიევში აფეთქებების შედეგად რამდენიმე სახლი და სავაჭრო ცენტრის ტერიტორია დაზიანდა

02:10, 21.03.2022

კიევის პოდოლსკის რაიონში აფეთქებების შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა და ცეცხლი გაუჩნდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, კიევის ჩრდილო-დასავლეთით რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოაგდო.

თვითმხილველები ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ იტყობინებიან.

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ პოდოლსკის რაიონში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე სახლი და ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორია. ადგილზე მაშველები, ექიმები და პოლიცია მუშაობს.

პარალელურად, სიენენი წერს, რომ საზენიტო დანადგარები ისროდნენ ღამის ცაში რამდენიმე წუთის განმავლობაში და სულ მცირე ორი რაკეტა ასევე ისროლეს ჰაერში.

 

მსგავსი