კიევში კვლავ აფეთქებები იყო
კიევში კვლავ აფეთქებები იყო

კიევში კვლავაც ისმოდა აფეთქებების ხმა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ავრცელებს. აფეთქებებს კიევში ადასტურებს ტელეკომპანია ბიბისის რუსულენოვანი სამსახურის ჟურნალისტიც. აფეთქებების ხმა გაისმა ქალაქ ჩერკასკშიც.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისისი ხელმძღვანელის მრჩეველი „ტვიტერში“ წერს, რომ დღეს კიევზე სარაკეტო თავდასხმა კვლავაც მოსალოდნელია.

„დღეს შეიძლება, მთელი დღე იმუშაონ კიევზე. ნუ უგულებელყოფთ უსაფრთხოების ზომებს“, – წერს ალექსეი არესტოვიჩი.

შეგახსენებთ, კიევზე სარაკეტო თავდასხმა დღეს დილითაც მოხდა. რაკეტა მრავალსართულიან სახლს მოხვდა. შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და რამდენიმე დაშავდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, კიევზე სარაკეტო თავდასხმა კასპიის ზღვის საჰაერო სივრციდან მიიტანეს. როგორც უკრაინელი სამხედროების ამტკიცებენ, გამოყენებული იყო XA-101-ის ტიპის რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 5500 კილომეტრია.

წინასწარი ცნობით, კიევის მიმართულებით დღეს 4-დან 6-მდე რაკეტა გაუშვეს. ორი მათგანი უკრაინელებმა ჩამოაგდეს.