მედიის ინფორმაციით, ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ინდონეზიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
როგორც ინდონეზიის მთავრობის პრესსპიკერმა ახმად იურიანტომ აღნიშნა, პაციენტი 53 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. კერძოდ, დიაბეტი და რესპირატორული დაავადება.
ინდონეზიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 27 შემთხვევაა გამოვლენილი.
მსოფლიო მასშტაბით კი ახალი დაავადების 119 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 4 285 ადამიანი, ხოლო 65 779 პაციენტი გამოჯანმრთელდა.