მედიის ინფორმაციით, იემენელი „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში ირანისკენ მიმავალ სატვირთო ხომალდს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც გემი დაზიანდა
იემენელი „ჰუსიტები“ წითელ ზღვაში ირანისკენ მიმავალ სატვირთო ხომალდს დაესხნენ თავს, – როგორც მედია წერს, ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ.
იემენელმა „ჰუსიტებმა“ ხომალდის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლეს, რის შედეგადაც გემი დაზიანდა. როგორც „როიტერი“ წერს, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა „ჰუსიტები“ ირანში მიმავალ გემს დაესხნენ თავს.
რეგიონული უსაფრთხოების ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმა, როგორც ჩანს, გამიზნული იყო იმის საჩვენებლად, რომ ირანი არ აკონტროლებს „ჰუსიტებს“ და ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ.