მედიის ინფორმაციით, ბერნი სანდერსმა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გადაღებული ფოტოს გამოყენებით დამზადებული სუვენირებით 1.8 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა
სენატორმა ბერნი სანდერსმა ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს გადაღებული ფოტოს გამოყენებით დამზადებული სუვენირებით 1.8 მილიონი დოლარის შეგროვება მოახერხა. ინფორმაციას სიბიეს ნიუსი ავრცელებს.
სენატორი ამ თანხას ვერმონტის შტატის საქვემოლმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავს.
„მე და ჩემი მეუღლე გაოცებულები ვიყავით ყველა კრეატიული გამოხმარეუბით, რომელიც ამ ფოტოს მოჰყვა. მოხარულები ვართ, რომ ინტერნეტში ჩემი პოპულარობა შეგვიძლია ვერმონტელების დახმარებისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა ბერნი სანდერსმა.
ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს ბერნი სანდერსის ფოტო გავრცელდა, მოგვიანებით სენატორმა განმარტა, რომ უბრალოდ, იჯდა და გათბობას ცდილობდა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა სანდერსის ხელთათმანები, რომლებიც როგორც გაირკვა, ვერმონტის ერთ-ერთმა მკვიდრმა, სკოლის მასწავლებელმა მოქსოვა.