დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება
დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება

დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მივმართავ მათ, ვინც მკითხა, მე არ ვაპირებ 20 იანვარს ინაუგურაციაზე დასწრებას“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ფიცის დადების ცერემონიალზე დასწრებას არ გეგმავს, ამერიკულმა მედიამ არაერთხელ გაავრცელა.

აშშ-ის ისტორიაში არსებობს რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი მისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრო. ჯონ ადამსი, ჯონ კუინსი ადამსი და ენდრიუ ჯონსონი მათი შემცვლელის ინაუგურაციაზე არ მივიდნენ. ანალოგიურად მოიქცა რიჩარდ ნიქსონიც, რომელიც გადადგომის შემდეგ ჯერალდ ფორდის ფიცის დადების ცერემონიალზე არ მივიდა.