სენატორი ბერნი სანდერსი - უბრალოდ, ვიჯექი და გათბობას ვცდილობდი [ვიდეო]
სენატორი ბერნი სანდერსი - უბრალოდ, ვიჯექი და გათბობას ვცდილობდი [ვიდეო]

ამერიკელმა სენატორმა, ბერნი სანდერსმა აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს გადაღებულ ფოტოსთან დაკავშირებით ისაუბრა.

ფოტოს შესახებ სენატორმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „ენბისის“ გადაცემას „გვიანი ღამის შოუ სეთ მეიერსთან“.

„უბრალოდ, ვიჯექი და გათბობას ვცდილობდი. ვცდილობდი, ყურადღება მიმექცია იმისთვის, რაც ხდებოდა“, – განაცხადა ბერნი სანდერსმა.

მისი თქმით, ვერმონტის სკოლის მასწავლებელი, რომელმაც ხელთათმანები მოუქსოვა, გაოგნებული იყო.

„ადამიანი, რომელმაც ეს ხელთათმანები მოქსოვა, ცხოვრობს ვერმონტში, ესექს ჯანქშენში. ის სკოლის მასწავლებელია, ძალიან კარგი პიროვნება. გაოგნებული იყო იმ დიდი ყურადღებით, რომელიც მისმა მოქსოვილმა ხელთათმანებმა მიიქცია“, – განაცხადა სანდერსმა.

დატოვე კომენტარი