მედიის ცნობით, ვაშინგტონში დააკავეს სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც თეთრ სახლთან უსაფრთხოების ჯებირებს შეეჯახა
ვაშინგტონში დააკავეს სატვირთო მანქანის მძღოლი, რომელიც თეთრ სახლთან უსაფრთხოების ჯებირებს შეეჯახა. მომხდარს აშშ-ის საიდუმლო სამსახური იძიებს. გამოძიება ვარაუდობს, რომ შეჯახება გამიზნული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, გამომძიებლებმა სატვირთო მანქანაში სვასტიკის გამოსახულებიანი დროშა იპოვეს.
„წინასწარი გამოძიება აჩვენებს, რომ მძღოლი, შესაძლოა, ლაფაეტის მოედანზე უსაფრთხოების ბარიერებს გამიზნულად შეეჯახა“, – ნათქვამია საიდუმლო სამსახურის მიერ „ტვიტერში“ გავრცლებულ განცხადებაში.
მომხდარის გამო მიმდებარე სასტუმროდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. გადაიკეტა რამდენიმე საავტომობილო და საფეხმავლო გზა.