მედიის ცნობით, თურქეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავა
მედიის ცნობით, თურქეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდირებულ ლიდერთან, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადისთან დაახლოებული პირი ქალაქ სტამბოლში დააკავა. თურქული მედიის ინფორმაციით, კოდური მეტსახელით ASIM-ით ცნობილი ავღანეთის მოქალაქე ოთხშაბათს, ქალაქის აზიურ ნაწილში მდებარე ათაშეჰირის რაიონში დააკავეს. როგორც ცნობილია, მისი დაკავება სტამბოლის პოლიციისა და ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის დროს განხორციელდა.

არსებული ცნობებით, აღნიშნული პირი ჩართული იყო ალ-ბაღდადის მიმავლის პროცესში სირიაში, იდლიბის პროვინციაში. მედიის ცნობით, გარდა ამისა, ის მონაწილეობდა სირიასა და ერაყში, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩატარებულ წვრთნებში და ტერორისტული ორგანიზაციის „ლიდერთა საბჭოს“ მუშაობაში.

თურქული მედიის ინფორმაციით, იგი ქვეყანაში ყალბი პასპორტითა და პირადობის მოწმობით შევიდა.