სტამბოლში საცხოვრებელი ცათამბჯენი იწვის. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლი 24-სართულიანი შენობის ქვედა სართულებზე გაჩნდა და მალევე მთელ შენობას მოედო.
როგორც მედია წერს, ამ დროისთვის, ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.
საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. შენობა სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარეობს.