მედიის ცნობით, მინეაპოლისის პოლიციის შვიდმა თანამშრომელმა სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დაწერა
მინეაპოლისის პოლიციის შვიდმა თანამშრომელმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ინფორმაციაც „სთარ ტრიბუნი“ ავრცელებს. როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, კიდევ შვიდი ოფიცერი სამსახურს უახლოეს დღეებში დატოვებს.
როგორც იუწყებიან, პოლიცილების ნაწილმა განაცხადა, რომ მათ ხელმძღვანელობისა და ქალაქის მთავრობისგან სათანადო მხარდაჭერა არ მიიღეს.
მინეაპოლისის პოლიციაში განაცხადეს, რომ შვიდი სამართალდამცველის სამსახურიდან წასვლა ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე არ აისახება.
შეგახსენებთ, მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა, რასაც აშშ-ში და შემდეგ მთელ მსოფლიოში რასიზმის საწინააღმდეგო აქციების ტალღა მოჰყვა.