დონალდ ტრამპმა ამერიკის საფეხბურთო ნაკრებს ბოიკოტი გამოუცხადა
დონალდ ტრამპმა ამერიკის საფეხბურთო ნაკრებს ბოიკოტი გამოუცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამიერიდან აღარ უყურებს საფეხბურთო მატჩებს აშშ-ის ნაკრების მონაწილეობით. ამით ქვეყნის მეთაურმა უპასუხა აშშ-ის ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც ნება დართო ფეხბურთელებს – ცალ მუხლზე დაიჩოქონ ქვეყნის ჰიმნის შესრულებისას და ამით მშვიდობიანი პროტესტი გამოთქვან რასიზმის წინააღმდეგ.

„ნაკრების მატჩებს აღარ შევხედავ“, – დაწერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე ტრამპმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს პროტესტის ტალღამ 25 მაისს გადაუარა, მინეაპოლისში პოლიციელის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო.