მედიის ცნობით, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში შეიარაღებულმა პირმა ხუთი ადამიანი დაჭრა, პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა
ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის ცენტრში, პარნელის მოედანზე შეიარაღებულმა პირმა ხუთი ადამიანი დაჭრა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიის ცნობით, შემთხვევის დროს ადგილზე 20-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმა განაცხადა, რომ პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა.
თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.