ირლანდიის ახალ პრემიერ-მინისტრად საიმონ ჰარისი აირჩიეს
ირლანდიის ახალ პრემიერ-მინისტრად საიმონ ჰარისი აირჩიეს

ირლანდიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს.

ირლანდიის პარლამენტმა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე საიმონ ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

37 წლის საიმონ ჰარისი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია. მანამდე ის განათლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

პრემიერის თანამდებობა ვაკანტური გასულ თვეს გახდა, როდესაც ლეო ვარადქარმა 20 მარტს მოულოდნელად თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.