მედიის ცნობით, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა
ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე ირანის პროვინციიდან თეირანში ბრუნდებოდა, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ჩამოვარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ამ დროისთვის უცნობია, ბორტზე მყოფი პირების მდგომარეობა.
შემთხვევის ადგილისკენ სამაშველო ბრიგადები გაემგზავრნენ.
გავრცელებული ცნობით, იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე იმყოფებოდა, სადაც ის ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან, ირანში ბრუნდებოდა.