ირანის მინისტრთა კაბინეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვის შემდეგ მისი მოვალეობის შემსრულებლად ალი ბაგერი კანი დანიშნა

14:23, 20.05.2024

ირანის მინისტრთა კაბინეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვის შემდეგ მისი მოვალეობის შემსრულებლად მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი დანიშნა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პრეზიდენტის პოსტს, სავარაუდოდ, პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი დაიკავებს. ირანის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობას 50 დღით იკავებს.

სახელმწიფო მედიასთან საუბრისას მოჰამედ მოხბერიმ აღნიშნა, რომ ისინი პრეზიდენტ რაისის გზას გაჰყვებიან „დაკისრებული მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებაში“.

მსგავსი