მედიის ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ახალი პაკეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის მეორე წლისთავზე უნდა მიიღონ.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირი აპირებს ე.წ. შავი სია გააფართოოს, დააწესოს დამატებითი სავაჭრო შეზღუდვები და მიიღოს ახალი ზომები, რათა რუსეთმა მოქმედი სანქციების გვერდის ავლა ვეღარ შეძლოს.
გარდა ამისა, როგორც „ბლუმბერგი“ იუწყება, ევროკავშირში გრძელდება დისკუსია უკრაინის მხარდასაჭერად ახალი ფონდის შექმნის შესახებ, რომელიც კიევის დაფინანსებას გაამარტივებს.
ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტი დეკემბრის შუა რიცხვებში დაამტკიცა.