კანადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აფართოებს
კანადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აფართოებს

კანადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აფართოებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, მელანი ჯოლის განმარტებით, ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ ის პირები და ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსურ, ლოგისტიკურ მხარდაჭერას უწევდნენ რუსეთს და ეხმარებოდნენ უკვე დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაში.

კანადის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ათ ფიზიკურ და 153 იურიდიულ პირს შეეხო.