ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა.

როგორც ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძალაში დატოვება მიზანშეწონილია, რადგანაც კრემლი აგრძელებს საერთაშორისო სამართლის დარღვევით უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ევროკავშირმა 2022 წლის 23 თებერვალს მიიღო, როდესაც მოსკოვმა აღიარა დონბასში მოქმედი სეპარატისტული ფორმირებები.

სანქციები გააფართოვეს 2022 წლის 6 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიის შესახებ განაცხადა.