ვოლოდიმირ ზელენსკი - ფულს როცა დაკარგავს ყველა რუსი, რომლის კრემლთან თანამშრომლობამაც რუსული აგრესიისთვის საფუძველი შექმნა, მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული, იგრძნობენ, რა არის დანაკარგი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ფულს როცა დაკარგავს ყველა რუსი, რომლის კრემლთან თანამშრომლობამაც რუსული აგრესიისთვის საფუძველი შექმნა, მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული, იგრძნობენ, რა არის დანაკარგი

დადგა ინტეგრაციისა და უსაფრთხოების დრო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას გადადგმული აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯები, რომლებიც აძლიერებენ ქვეყნის პოზიციებს ერთდროულად რამდენიმე სფეროში.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის ინიციატივას რუსეთის სახელმწიფოს ქონების კონფისკაციისა და უკრაინისთვის რეპარაციის სახით გადაცემის შესახებ.

„რუსეთის მსგავს დიქტატურებში ფული ყველაზე მაღალი ღირებულებაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ემსახურება მმართველ რეჟიმს ან რეალურად არის სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელი. როცა ფულს დაკარგავს ტერორისტული სახელმწიფო და ყველა რუსი პირი, რომელთა კრემლთან თანამშრომლობამაც შექმნა პირობები რუსული აგრესიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი იქნება მიღწეული – ისინი იგრძნობენ, რა არის დანაკარგი. ისინი არ სცემენ პატივს სიცოცხლეს და არ ნანობენ, როცა ადამიანები იღუპებიან“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ამერიკელი სენატორების ორპარტიული ჯგუფი ინიციატივით გამოდის, რომელიც რუსული აქტივების კონფისკაციის ხარჯზე უკრაინისთვის დამატებითი დახმარებას გაწევას ითვალისწინებს.