მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რუსული ძალების მიერ ნასროლი ჭურვის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რუსული ძალების მიერ ნასროლი ჭურვის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი წლის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, მოწინააღმდეგე ქალაქს პოპასნაიას მიმართულებიდან უტევს.
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, მაშველებმა დონეცკის ოლქში, ნანგრევებში 35 წლამდე ქალისა და ჩვილის ცხედარი იპოვეს. უფრო ადრე კი, დაბომბვის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის სამი მცირეწლოვანი.
სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ლვოვზეც. ასევე გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ვინიცაში, სადაც ფრთოსანი რაკეტები ჩამოვარდა.