მედიის ცნობით, აშშ-ში, ვერმონტის შტატში პალესტინური წარმოშობის სამი სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
აშშ-ში, ვერმონტის შტატში პალესტინური წარმოშობის სამი სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, სამივე პირი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მათგან ორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მედიის ცნობით, სტუდენტები საუბრობდნენ არაბულად, რა დროსაც თავდამსხმელმა მათ ცეცხლი გაუხსნა.
მსხვერპლთა ოჯახებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და მოუწოდეს ხელისუფლებას, გამოიძიონ შემთხვევა, როგორც სიძულვილის დანაშაული.