მედიის ცნობით, აშშ-ში, ვერმონტის შტატში პალესტინური წარმოშობის სამი სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

09:27, 27.11.2023
Police search a house in the neighbourhood after a gunman shot and wounded three college students of Palestinian descent in Burlington, Vermont, U.S. November 25, 2023 in a still image from video.  Courtesy Wayne Savage via REUTERS.

აშშ-ში, ვერმონტის შტატში პალესტინური წარმოშობის სამი  სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პოლიციის ცნობით, სამივე პირი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მათგან ორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მედიის ცნობით, სტუდენტები საუბრობდნენ არაბულად, რა დროსაც თავდამსხმელმა მათ ცეცხლი გაუხსნა.

მსხვერპლთა ოჯახებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება და მოუწოდეს ხელისუფლებას, გამოიძიონ შემთხვევა, როგორც სიძულვილის დანაშაული.

მსგავსი