კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ 10 მედია ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის მორიგი ტრენინგი ჩაატარა, თემაზე „როგორ მოვძებნო მთავარი გმირი?“ და გავაშუქოთ ამბავი. ტრენინგს დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი უძღვებოდა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტრენინგი თანამედროვე მედიის მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხებოდა, როგორიცაა ამბის დრამატურგია და ამბის თხრობის თანმიმდევრობის განსაზღვრა. ჟურნალისტებმა კონკრეტული ამბის ისტორიად ქცევის, სხვადასხვა რაკურსით გაშლისა და მისი კრიტიკული ანალიზის საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია.
ამასთან, ტრენინგი თეორიულის გარდა, პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა გააანალიზეს მოვლენები, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს, თუმცა მათ გარეშე სრული სურათი არ იქმნება. ამასთან, კომისიის ინფორმაციით, ჟურნალისტებმა ტრენინგის ფარგლებში გააანალიზეს ამბის წინა ისტორია და მომავლის დრამატურგიაც განსაზღვრეს.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მედიააკადემიამ ჟურნალისტებს სერტიფიკატები გადასცა.