მეცნიერებმა დაადგინეს, რას წარმოადგენდა რეალურად ბრინჯაოს ხანის ეს უცნაური ნივთები — #1tvმეცნიერება
ბრინჯაოს ხანის ევროპელები რგოლებსა და ბრტყელ ფირფიტებს შეიძლება ვალუტის ადრეულ ფორმებად იყენებდნენ; ამაზე მიუთითებს არტეფქტების 113 სხვადასხვა განძიდან აღებულ არტეფაქტზე ჩატარებული კვლევა. გარდა ამისა, შესაძლოა ისიც, რომ ამ ობიექტთა სტანდარტიზაცია წონისა და ზომის მიხედვით ხდებოდა, მოტყუების შანსების შემცირების მიზნით.
არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ადრეული ბრინჯაოს ხანის კულტურებს მასის განსაზღვრის რაიმე ზუსტი საზომი ჰქონოდათ, გარდა ობიექტის უბრალოდ აწევისა და ისე გამოცნობისა. ფსიქოლოგიურად, ეს ნიშნავს ობიექტებს შორის განსხვავების შეფასებას თვალის ზომით.
ახალ კვლევაში, მკვლევრებმა მოხალისეებს დაავალეს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი 5000-ზე მეტი ობიექტის მასების მიხედვით დაჯგუფება, რისთვისაც წონა მათ უბრალოდ ხელში აღებით უნდა განესაზღვრათ.
შესწავლილი ბრინჯაოს სარტყლების დაახლოებით 70 პროცენტი მასით თითქმის ერთნაირი იყო, საშუალოდ თითქმის 195 გრამი; მასებს შორის განსხვავება არ იგრძნობოდა ხელში დაჭერისას; ამავე გზით დააჯგუფეს ნეკნის ძვლის ფორმის სარტყლები და ცულის პირების გარკვეული კოლექციებიც.
ბალთის მსგავსი სარტყლების მძიმე და მსუბუქ ნივთებად დაჯგუფება, რაც ღირებულების ორ სხვადასხვა დონეს უნა ასახავდეს, მიუთითებს, რომ შედეგები არც ისე აშკარაა, როგორც ეს რგოლების შემთხვევაში იყო.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ ნივთებს არქეოლოგები ხშირად დიდ ჯგუფებად პოულობენ, შესაძლოა, ისინი ვალუტის ძალიან პრიმიტიულ ფორმას წარმოადგენდა, რომლებიც იქამდე გამოიყენებოდა, ვიდრე შუა ბრინჯაოს ხანის ევროპაში აწონვის უფრო ზუსტ მეთოდს გამოიგონებდნენ.
„პრეისტორიულ ევროებს ბრინჯაოს რგოლების, სარტყლებისა და ცულის პირების ფორმა ჰქონდა. ადრეული ბრინაჯაოს ხანის ამ არტეფაქტების სტანდარტიზება ფორმისა და წონის მიხედვით ხდებოდა და მათ ფულის ადრეული ფორმით იყენებდნენ“, — წერენ მკვლევრები.
მკვლევართა განცხადებით, ჩეხეთის ერთ-ერთ არქეოლოგიურ ძეგლზე რგოლები, სარტყლები და ცულები ერთად აღმოაჩინეს; როგორც ჩანს, ამ ნივთებს სხვადასხვა ადგილას შეიძლება სხვადასხვაგვარად იყენებდნენ, შესაძლოა, სიმდიდრის საჩვენებლად და არა მონეტების წინამორბედებად.
აღმოჩენამ შეიძლება გარკვეული ნათელი მოჰფინოს თავად ფულის წარმოშობას — ჯრ ფულის იდეა გაჩნდა თუ სხვადასხვა ნივთების ფულის სახით გამოყენების.
ის, რომ ბრინჯაოს ხანის ხალხი ვაჭრობისთვის ნივთების იერსახესა და წონას იყენებდა, მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფულის სახით ნივთების გამოყენებასთან. სარტყლები, რგოლები და ცულის პირები ვიზუალითა და წონით ერთმანეთის მსგავსი უნდა ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში მათ დიდი ფასი არ ჰქონდა.
მკვლევართა აზრით, ამ სისტემამ საფუძველი დაუდო წონის უფრო ზუსტად განსაზღვრას, რათა უფრო ზუსტად შეფასებულიყო ამ ნივთების ღირებულება.
„ფულის წარმოშობა, ლოგიკური წონის ფორმულირება და საზომი სისტემა ადამიანის ინტელექტის ყველაზე მნიშვნელოვან პრეისტორიულ განვითარებებს შორის არის“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.